ისლამური რადიკალიზმის სახიფათო დონე - ,,საქართველო საერთო მოვლენის ნაწილი ხდება“ - ინტერვიუ გიორგი სანიკიძესთან
პოზიცია - 16:18, 16 Apr, 2015     9166
,,ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის რადიკალიზაცია სწორედ რუსეთის პოლიტიკას უკავშირდება“ - რა განაპირობებს საქართველოდან ISIS-ის რიგებში ახალგაზრდების წასვლის ტენდენციას და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ პრობლემის დასაძლევად, ,,ნიუპოსტი“ ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

_რაც დღეს ხდება, ის ვირტუალური სახელმწიფო რომელიც შეიქმნა, ისლამური სახალიფოს სახელით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეალურად მთელი მსოფლიოს პრობლემა, რადგან ამ სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში არიან არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან. ბუნებრივია მუსლიმები, თავიანთი აღმსარებლობით.

რაც შეეხება ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს (საფრთხეებს ჯობია), ჩვენც ამ შემთხვევაში იმ საერთო მოვლენის ნაწილი ვხდებით, რასაც შეიძლება დავარქვათ ისლამური რადიკალიზმის ძალიან სახიფათო დონეზე ასვლა. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან, თან საკმაოდ ახალგაზრდები, სულ ახალახან კი გაირკვა, რომ პრაქტიკულად ბავშვებიც კი, ხვდებიან თურქეთის გავლით აი, ამ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონრტოლებს ეს სახელწიფო და იწერებიან მებრძოლთა რიგებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის, თუმცა ბუნებრივია არ არის რაღაც, მასობრივ მოვლენაზე ლაპარაკი, საქართველოდან გადადინებაზე, ელემენტარულად იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და საქართველოს მუსლიმთა შორის არ არის ასეთი განწყობები დომინირებადი.

_თუმცა ბოლო დროს უკვე ტენდენციად იქცა საქართველოდან სირიასა და ერაყში (ISIS-ის რიგებში) წასვლა... რაც ალბათ უკვე სახიფათო მაჩვენებელია?

_ტენდენციად მართლაც იქცა. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 30 იუნდა იყოს წასულთა რიცხვი, რომელთა დიდი ნაწილი პანკისის ხეობიდან არის წასული. ძირითადად ქისტები არიან, თუმცა ცნობილია, რომ აჭარელი მუსლიმებიც არიან წასულები, მაგრამ მათ რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

_რამ შექმნა ეს პრობლემა და რა არის მისი გადაჭრის გზები?

_ნაწილობრივ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს პრობლემა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში არსებობს. ეს ხეობა ამ მხრივ პრობლემურია, მაგრამ ეკონომიკური ფაქრორი არ არის ერთადერთი. აქ, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არის და ამ ფაქტორებს შეიძლება, გარკვეული პარალელიც მოენახოს დასავლურ ქვეყნებში. (ვერ ვიტყვით რომ დასავლურ ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები უბიძგებს ამ ახალგაზრდებს რომ საომრად წავიდნენ.) პირველ რიგში, ამ ახალ ვითარებაში გაზრდილი თაობისთვის პრობლემა, მეხსიერების პრობლემაა, რაც მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ომს, და იმ ლტოლვილთა განსახლებას პანკისში, რომლებმაც შემოიტანეს ახალი ისლამური იდეები პანკისში და საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის ეს რადიკალიზაცია სწორედ რუსეთის პოლიტიკას უკავშირდება.

მეორე მომენტია ინტერნეტი, სოც-ქსელები და რადიკალური იდეოლოგიის ვებ-გვერდები, რომლებთანაც თავისუფალი წვდომა აქვთ ახალგაზრდებს. სწორედ ასეთი მოწოდებების გამოძახილია, რომ პანკისელ ახალგაზრდებს უჩნდებათ სურვილი წავიდნენ და ისლამის სახელით, რომლებშიც თვითონაც გარკვეულები არ არიან თუ რა უნდათ, იომონ რაღაცა სრულიად ჩამოუყალიბებელი მიზნებისათვის.

ის, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არის. საჭიროა მიზანმიმართული, შემუშავებული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა შეიმუშაოს მთავრობამ, რომელიც უნდა გატარდეს პანიკის, გარეშე, დიდი ძალისხმევის და მუშაობის საშუალებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მზა გადაწყვეტილებები ამისთვის, რომ არსებობდეს ამას დასავლეთი გამოიყენებდა.

_კონკრეტულად პანკისის ხეობასთან მიმართებაში, გამომდინარე მისი სპეციფიკიდან, რა მეთოდით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ?

_აუცილებელია, პანკისის ხეობაში მუშაობა გააქტიურდეს. პირველ რიგში კი მთავრობამ, მთის სპეციფიკიდან გამომდინარე, უხუცესთა მხარდაჭერით უნდა იმოქმედოს. რეგიონში მცხოვრები დიდი ავტორიტეტის მქონე უფროს თაობას უნდა დაეყრდნოს. და რაც მთავარია, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ უკეთესად იცხოვრებენ და მათი მდგომარეობა გამოსწორდება.

_რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ მუსლიმი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და მათი განათლების სწორად წარმართვისათვის?

_საგანმანათლებლო კუთხით, რა თქმა უნდა, თავის დონეზე უნდას დადგეს სკოლები. მაგრამ ამავდროულად, მუსლიმ ადამიანებს უნდა შეეძლოთ გარკვეული ინფორმაციის და განათლების მიღება თავიანთი რელიგიის და ისტორიის შესახებ, და არ უნდა მიიღონ რადიკალებიდან და სხვადასხვა სოც-ქსელებიდან.

_გავრცელდა ის კადრები, რომელიც ISIS-ის ტერორისტების მიერ ქრისტიანების მთელი სისასტიკით ხოცვას ასახავს, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველო - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც გვერდით უნდა დაუდგეს ასირიელ და ყველა იმ ერის წარმომადგენლებს, რომლის მიმართაც ფაქტობრივად გენოციდი ხორციელდება.

_ზოგადად საჭიროა, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად ჩაერთოს და დაეხმაროს რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებსაც განადგურება ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42