რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინინ მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.
„პირდაპირი ხაზის“ მსვლელობისას მან ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S-300-ის მიწოდების საკითზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, თეირანმა ბირთვული პროგრამის მიმართ დიდი მოქნილობა მოიჩინა.
"2007 წელს, ირანისთვის S-300-ის სისტემის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი ნამდვილად მოვაწერეთ, თუმცა, 2010 წელს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, შეთანხმება შეჩერდა. მაგრამ ახლა, ირანელმა პარტნიორებმა მეტი მოქნილობა და კომპრომისის მიღწევის სურვილი გამოხატეს. შეთანხმება უკვე მიღწეულია. შესათანხმებელი რამდენიმე დეტალი დარჩა" - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ირანისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემა ისრაელს საფრთხეს არ უქმნის და მხოლოდ თავდაცვითი მნიშვნელობისაა. პუტინის თქმით, იემენში განვითარებული მოვლენეის ფონზე, აუცილებლადაც მიიჩნევს ირანისთვის შემაკავებელი იარაღის გადაცემას.
S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება. რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა, ირანისთვის საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე არსბული ემბარგო გააუქმა. გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთმა თეირანს თავდაცვითი საჰაერო სისტემა ნებისმიერ დროს შეიძლება მიაწოდოს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






