როგორც ხაჟალია აცხადებს, ის იმყოფებოდა თურქეთში, აცნობა გურამ დონაძეს, რომ მას ბრალი წაუყენა პროკურატურამ, რის შემდეგაც დონაძემ სთხოვა, რომ დალოდებოდა თურქეთში და საქართველოში მასთან ერთად ჩამოვიდოდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დონაძე ნებაყოფლობით ჩამოვიდა საქართველოში და ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს.
,,შევატყობინე გურამს, რომ იყო მის მიმართ ბრალი წაყენებული, მან დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნების შესახებ და მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ვიყავი თურქეთში, მთხოვა, დავლოდებოდი და ერთად დავბრუნებულიყავით საქართველოში. შემდეგ ჩვენ შევატყობინეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ღამის სამ საათზე გადმოვკვეთავდით საზღვარს და ჩამოვიდოდით საქართველოში და ჩამოსვლის შემდეგ განხორციელდა, ჩვეულებრივად, დაკავების პროცდურა ’’.
პროკურატურამ დონაძეს ორი დღის წინ წაუყენა ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი ედება 332 მუხლის მესამე ნაწილთ, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, საქმე ეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს, სადაც დონაძეს ოპერატორისთვის ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






