რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს პასუხობს.
პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დაწყებისთანავე, 2014 წლის მნიშნელოვანი მოვლენები შეაჯამა.
მისი თქმით, 2014 წლის მთავარი მოვლენები რუსეთისთვის ყირიმის შემოერთება და სოჭის ოლიმპიადა იყო.
პუტინის განცხადებით, მიუხედავად სანქციებისა და ემბარგოებისა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა იქონია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და სამრეწველო წარმოება გაიზარდა.
მისივე თქმით, საეჭვოა რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მალე გაუქმდება, ვინაიდან "ეს სანქცები უკვე უკრაინას არ უკავშრდება არამედ ეოპოლიტიკურ პარტნიორებს სურთ რუსეთის განვითარებას ხელი შეუშალონ."
თუმცა, მისი თქმით, რუსეთი არ არის ირანი, რომ დასავლეთის სანქციები ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდეს.
პუტინის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს.
პუტინის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს.
"დრო მოვიდა ადგილობრივი სოფლის მეუნეობა რეფორმირდეს და დასავლური პროდუქცია ადგილობრივმა ჩაანაცვლოს" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






