ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს სასამართლო დაკითხავს. ამის შესახევ ჯოკია ბოდოკიას საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბოდოკიას წინააღმდეგ არსებობს ჩანაწერი, სადაც მისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტი ჩანს.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები. სილაგაძის თქმით, გეგი ნიჟარაძე მოწმეთა სიაში იმყოფება.
"ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ითხოვს ჯოკია ბოდოკია ქრთამის სახით თანხას. ასევე ჩანს ქრთამის გადაცემის ფაქტი. ჩანაწერი მომზადებულია ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ფარგლებში", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯოკია ბოდოკიაც ესწრებოდა.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მასალის გამოყენების პირობები






