ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ორივე მატჩი "ბარსელონა" - "პსჟ" და "პორტუ"- "ბაიერნი" ანგარიშით 3:1 დასრულდა. „ბარსელონამ“ და „პორტუმ“ მეტოქე გუნდები მნიშვნელოვანი სხვაობით დაამარცხეს.
"ბარსელონა" - "პარი სენ ჟერმენი"-ის შეხვედრის მე-18 წუთზე, პარიზელთა დაცვამ, ბურთის დაკარგვის შემდეგ, უკან დროულად დახევა ვერ მოასწრო, რითიც მესიმ ისარგებლა და ნეიმარი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ბრაზილიელმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
67-ე და 79-ე წუთზე კი პარიზელთა კარი ურუგვაელმა , ლუის სუარესმა აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ 3:1 მოიგო, მთლიანობაში 4 გოლი გაიტანა. პარიზელებს ერთი გოლი, ბარსელონას ფრანგი თავდამსხმელის მიერ გატანილმა ავტოგოლმა აჩუქა.
რაც შეეხება "პორტუ" - "ბაიერნის", პორტუს ფეხბურთელებმა მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს. პირველი გოლი გერმანელთა კარში, მატჩის მეორე წუთზე დადებული თერთმეტმეტრიანის შედეგად გავიდა. ბაიერნის მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ჯექსონ მარტინესი მანუელ ნოიერმა წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც რიკარდო კუარეჟმამ ზუსტად შეასრულა, 7 წუთში კი დუბლი გაიფორმა.
28-ე წუთზე, ბაიერნმა ტიაგო ალკანტარას გოლით ანგარიშის შემცირება შეძლო.
მატჩის 65-ე წუთზე კი, პორტოს ფეხბურთელმა, ჯექსონ მარტინესმა გერმანელთა კარის აღება მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მასალის გამოყენების პირობები






