დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია, რომ რუსეთმა გავლენა უნდა მოახდინოს სეპარატისტებზე დონბასში, რათა მინსკის შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს.
ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ შეასრულონ შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის ვალდებულება.
ორ დღიანი სამიტის ფარგლებში საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არ არის რუსეთის იზოლირება, არამედ ისინი რუსეთის დაბრუნებას ელიან საეთაშორისო არენაზე.
„ჩვენ გვინდა უკრაინის კრიზისი დასრულდეს და აღდგეს საერთაშორისო სამართლის ნორმები, თუმცა რუსეთის იზოლაცია არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენ ველით რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე, რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტილება, პირველ რიგში მოსკოვმა უნდა მიიღოს“ - ფედერიკა მოგერინი.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






