ამჟამად ირკვევა, რამდენად რეალური იყო მისი მუქარა.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის სასახლესთან დაკავებული იქნა უცნობი მამაკაცი ჩემოდნით, იგი აცხადებდა, რომ ჩემოდანში მას ბომბი ედო. ამჟამად ჩემოდანს სპეციალისტები იკვლევენ.
როგორ ლიტვის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, პოლიციამ პრეზიდენტის სასახლის დაცვის მორიგი ოფიცრისგან მიიღო შეტყობინება, რომ უცნობმა მამაკაცმა, რომელიც რეზიდენციასთან გამოჩნდა დღის მეორე ნახევარში, განაცხადა, რომ აპირებდა თავის აფეთქებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა, რომლებიც სხვა გასასვლელებიდან გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმ მომენტისთვის სასახლეში არ იმყოფებოდა.
20 წუთის განმავლობაში, სასახლის წინა მოედანი სპეცრაზმის მიერ ალყაში იქნა მოქცეული მამაკაცი დააკავეს, თუმცა სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რომლის გამოს მამაკაცი ამგვარი რადიკალური მოქმედების განხორციელებას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






