ამერიკის რეგიონალურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მერლინ მონროს გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხადოს.
ვირჯინიის ერთერთ ჰოსპიტალში, სასიკვდილოდ განწირულმა, ყოფილმა აგენტმა, ნორმან ჰოჯესმა აღიარა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ დაქირავებული ქილერია, რომელმაც მერლინ მონრო სასიკვდილო ინექციით მოკლა.
ჰოჯესის თქმით, ის პროფესიონალთა ხუთეულს მეთაურობდა, რომლებმაც სახელმწიფოსთვის სახიფათო 37 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ხელოვანები, მწერლები მოკლეს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მერლინ მონროს ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო ჯონ კენედისთან, არამედ ფიდელ კასტროსთანაც. ჩემმა უფროსმა, ჯიმი ჰეივორტმა განაცხადა, რომ მონრო უნდა მომკვდარიყო და მე მისი თვითმკვლელობის ინსცენირება უნდა მომეწყო. ქალებს არასოდეს ვკლავდი, თუმცა იმ შემთხვევაში ბრძანება უნდა შემესრულებინა. ეს ამერიკისთვის გავაკეთე! მონროს შეეძლო, სტრატეგიულად მნიშნელოვანი ინფორმაცია კომუნისტებისთვის მიეწოდებინა, ჩვენ კი ამას ვერ დავუშვებდით“ - განაცხადა ჰოჯესმა.
ნორმან ჰოჯესი მომაკვდავ პაციენტთა განყოფილებაშია მოთავსებული. მისი აღიარებით FBI უკვე დაინტერესდა და გამოძიებაც დაიწყო. დანაშაულის ყველა შესაძლო მონაწილე, რომელსაც ჰოჯესის აღიარების დადასტურება შეუძლია, გარდაცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები არ დასტურდება, სკანდალმა საერთაშორისო დონეს მიაღწია,
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






