გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერს შტაინმაიერის განცხადებით, იემენისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები, მხარს უჭერენ.
„მივესალმებით, რეზოლუციის მიღებას, რომელიც იემენში, ჰუსიტებისთვის იარაღის მიწოდებას კრძალავს“ - განაცხადა შტაინმაიერმა.
უშიშროების საბჭოს 14-მა ქვეყანამ, იემენში, ჰუსიტებისტის იარაღის მიწოდების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა რუსეთმა. გაეროში, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ემბარგო სრულყოფილი უნდა იყოს.
რუსეთი, იემენის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში იკრიბებიან, სადაც უკრაინისა და იემენის კრიზისზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.
მარტში, არაბულმა ქვეყნებმა ამბოხებულების წინააღმდეგ კოალიცია შექმნეს და მათ პოზიციებზე თავდასხმები დაიწყეს. კოალიციას, საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ არ შეწყვეტს აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს, სანამ ისინი იარაღს არ დაყრიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






