საყდრისის საბადოს საქმე, განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნდა.
საყდრისის მცველები კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც კომპანია “არ-ემ-ჯი გოლდს” საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა.
ჟურნალისტის, საყდრისის მცველის - ნინო მიქიაშვილის განცხადებით, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება საყდრისთან დაკავშირებით იყო არასწორი.
„პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება იყო არასწორი, რაზეც სასამართლომ თავიდან უნდა იმსჯელოს და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, სამართლებრივად ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამოვწურავთ ყველა ბერკეტს საყდრისის ნარჩენების გადასარჩენად,“-განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






