თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რომის პაპის განცხადებას გმობს და ბოდვას უწოდებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთის იმპერიაში სომეხთა მასიურ მკვლელობას - გენოციდს უწოდებს.
თურქეთის პრეზიდენტმა, სომხურ მხარეს ერთობლივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც ორი ქვეყნის ისტორიკოსებით იქნება დაკომპლექტებული 1915 წლის ტრაგედიის დოკუმენტების შესასწავლად.
„ყოველთვის, როდესაც პოლიტიკოსები და რელიგიური ფუნქციონერები საკუთარ თავზე იღებენ ისტორიკოსების ვალდებულებას, ფაქტების ნაცვლად გამოდის ბოდვა. ვგმობ პაპის ამ განცხადებას და მოვუწოდებ, ეს შეცდომა აღარ გაიმეოროს“ - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, იგი არ დაუშვებს ისტორიული მოვლენების ერებისა და ქვეყნების საწინააღმდეგო კამპანიისთვის გამოყენებას.
მასალის გამოყენების პირობები






