პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე აბულაძეზე უარყოფს ინფორმაციას, რომ აბულაძეზე პროკურატურის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა.
ამის შესახებ ნეფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მისთვის ბრალის წარდგენას ესწრებოდა ადვოკატი, გამომძიებელი და ვესწრებოდით მეც. ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდა, მისი ნების გამოვლინების შედეგად დაფიქსირდა ის, რაც დაფიქსირდა ბრალის დადგენილებაზე და დადგენილების ოქმში. ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა არ განხორციელებულა. ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს დანაშაული შალვა აბულაძემ ჩიაიდნა“, - განაცხადა ნეფარიძემ.
შალვა აბულაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და სწორედ ამიტომ მისცა მან აღიარებითი ჩვენება. არჩილ ჩუბინიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შალვა აბულაძე ბრალს აღარ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






