13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:17, 12 Apr, 2015     9841
ვერძი

აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

კურო

მჭიდრო კავშირი იქონიეთ ბუნებასთან. ყველაზე ძვირფასი ოჯახური სიმყუდროვეა. ზოგს თავსატეხი გაუჩნდება, ზოგი სიყვარულს იპოვის. დასვენება და გართობა გელით, ზოგი კიდევ ჩხუბსა და კამათს ვერ ასცდება. მეტისმეტი სერიოზულობა გავნებთ. იუმორის გრძნობა ხომ თქვენი საიდუმლო იარაღია.

ტყუპი

ამ დღეს დაგჭირდებათ, როგორც მორალური ასევე ფინანსური მხარდაჭერა. სამახურიდან შესაძლებელია მოგიწიოთ არაგეგმიური მოგზაურობა, რაც განტვირთვისთვის დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება გქონდეთ ცვლილებები სამსახურში, არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ არასწორად შეაფასოს თქვენი საქმიანი აქტიურობა და ჩაგთვალოთ ზედმეტად თავდაჯერებულად. დღეს გელით მატერიალური სირთულე. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან.

ლომი

ეს დღე მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით სამუშაო პერიოდი. სამსახურში მხარდაჭერა გექნებათ. შესაძლებელია ახალი რომანტიული ურთიერთობა დაიწყოთ.

ქალწული

თუ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეთ ან გსურთ, რადიკალურად განსხვავებულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, ეს დღე ამისთვისაა განკუთვნილი. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.

სასწორი

დღეს ყველა პირობა არსებობს საქმეში წარმატების მისაღწევად. თქვენ პატივმოყვარე ხართ და ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, პარტნიორებთან ურთიერთობაში საქმეები არ გაგირთულდეთ, მათ წინსვლას ბარიერები არ აღუმართოთ. ზოგჯერ ისინი თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.

მორიელი

მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მოგიწევთ, რადგან დღეს მრავალ ადამიანს შეხვდებით-მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც მაინდამაინც გულზე არ ეხატებით. მშვიდი და წყნარი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო მომავლის გეგმები დასახოთ. შესაძლოა, საინტერესო მივლინებაში გამგზავრების შანსი გამოგიჩნდეთ.

მშვილდოსანი

დღეს, რისკი გამართლებულია. თამამად შეგიძლიათ გარეგნობაში ცვლილებები შეიტანოთ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაციებისაგან თავი შეიკავეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ.

თხის რქა

დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

მერწყული

დღეს სამომავლო გეგმების ხორცშესხმაზე იზრუნეთ. ეცადეთ იმიჯიც შეიცვალოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ, წადით კინოში ან თეატრში.

თევზები

დღის პირველი ნახევარი ნაკლებ პრობლემური იქნება. ეცადეთ, ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზი გააკეთოთ, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანს სიყვარულში ჯერ კიდევ არ გამოტყდომიხართ, ეს დღე ამისათვის იდეალურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42