,,რა ჰქვია ამას, თუ არა ქრისტიანთა გენოციდი?!“ – ISIS-ის მიერ მოკლული ასირიელები
რელიგია - 22:00, 12 Apr, 2015     15517
უძველესი ქრისტიანები - ასირიელები, რომლებმაც რწმენის გამო ჯოჯოხეთი გამოიარეს. დევნილი სირიელები საქართველოშიც იმყოფებიან. ”აისისი” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები გაუგონარი სისასტიკით უსწორდებიან და ასირიელთა დახოცვის კადრებს თავად იღებენ და ასაჯაროვებენ.

განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა, ხოცავენ ადამინებს. კაცებს ოჯახის წევრების თვალწინ დანით აჭრიან თავებს. განსაკუთრებით იდევნებიან ასირიელები. არ ინდობენ არც ბავშვებს.

ბავშვები დახმარებას ითხოვენ. რამდნიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ, უარის შემთხვეაში დაუნდობლად კლავენ. მსგავსი ინფორმაცია ყოველდღიურდ აღწევს საქრათველოში მცხოვრები ასირიელების ყურამდე და მსოლფიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში სოფელ ქანდაში 2000-მდე ასურელი ცხოვრობს. აქედან იგებენ, როგორ ნადგურდება მათი სამშობლო. მათ შესახებ სიუჟეტი ,,პოსტსკრიპტუმმა“ მოამზადა.

ეროვნებით ასირიელი მამა სერაფიმე იმ ფაქტების შესახებ ჰყვება, რომლის ამსახველი კადრები თანამემამულეებმა გამოუგზავნეს. ,,ბავშვებს ხოცავენ... ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის 5 წლისაა და ის 21 წლის ბიჭია... ან ის ასურელია, ქურთია და სომეცია... ფაქტი სხვაა... ქრისტეს რჯულისთვის იდევნებიან. მუსულმანობა ამას არ ქადაგებს. ესენი რასაც აკეთებენ, ეს არის ტერორიზმი. ყველა ასირიული ეკლესია არის განადგურებული. მძევლად აიყვანეს დედები. ჯერ მღვდელს ესროლეს, შემდეგ დიაკონს პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან და დანარჩენი მრევლი, ვინც იქ იდგა, ყველა დაცხრილეს დაწყებული ბავშვიდან, დამთავრებული მოხუცებამდე. რა ქვია ამას, თუ ეს არ არის ქრისტიანთა გენოციდი“ - აღნიშნავს მამა სერაფიმე.

სქიმ-არქიმანდრიტი სერაფიმე ბითხარების გვარი ერაყიდან მოდის. პარტიარქის კურთხებით ბოლო 5 წელია ქანდაში უძღვება 13 ასურელი მამის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიას. იქ კედლებზე ხატები იწერება ქართულ-არამეულ ენაზე, ქართულ-არამეულზე აღევლინება ღვთისმსახურებაც.

საქრათველოში სულ 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს, ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს წერა-კითხვა არ იციან. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულად საუბრობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას. ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ერთმანეთს ასირიულად ესაუბრებიან. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებთან სოციალური ქსელების საშულებით ურთიერთობენ, ხშირად აქვთ მორიგი მსხვერპლის გამო ერთობლივი გლოვა.

თბილისში მცხოვრები კათოლიკე ასირიელები სააღდგმო წირვას ესწრებიან, მათ შორის არიან ერაყიდან ახალი ჩამოსულები, რომლებმაც საქრათველოში სავიზო რეჟიმის შეცვლამდე მოახერხეს შემოსვლა. აქ ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ, შესაძლოა უკან მოუწიოთ დაბრუნება, ამიტომ სახის გამოჩენის ეშინიათ.

ერაყიდან გამოქცეულებს ასურელების სათვისტომო ეხმარება. სირიაში ახლაც მძიმე მდგომარეობაა, ბოლოს 200 ასირიელი დაატყვევეს და 36 სოფელი დაარბიეს.

ასურელები საქართველოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ასურელები ითხოვენ საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. ახლაც ამ დროს ათასობით კაცი, ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა საფრთხის წინაშეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42