ჯონ სმიტის აზრით, ამერიკელები და რუსები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
”საშუალო ამერიკელი სრულებით დარწმუნებულია, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ის პრობლემების მიზეზებს თავისთავსი ეძებს. ის ამბობს ”მე ვერ შევძელი რამის მიღწევა? ე.ი ძალიან არ მოვინდომე ან ცუდად ვეცადე”
საშუალო რუსი კი თვლის რომ მას არაფრის კეთება არ შეუძლია, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული. ყველაფერში დამნაშავე გარემოებებია (ისტორია, კლიმატი, ხელისუფლება). კითხვა, რომელსაც საუკუნეებია რუსი ადამიანი ვერ პასუხობს არის ”ვინაა დამნაშავე და რა გავაკეთოთ?”
ეს განსხვავება ნათლად ჩანს ”მრგვალი მაგიდის” გარშემო საუბრების დროსაც. ამერიკელები ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ. იმიტომ რომ მათ არ იციან გაჩუმება, მათ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, რომ თავისი აზრი უნდა გამოხატონ. რუსები კი ჩუმად არიან, ერთმანეთს ეჭვით უყურებენ, ეშინიათ არ შეცდნენ, ყურადღება ზედმეტად არ მიიქციონ.
რუსებს არ ეშინიათ კონფლიქტის, მათთვის ეს ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. ამერიკელი კი თუ ამ დონემდე მივიდა ე.ი ყველაფერი ძალიან ცუდად აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






