87 წლის ქალი თვითმფრინავში ეკიპაჟის წევრს დაესხა თავს და დაკბინა
მსოფლიო - 15:37, 12 Apr, 2015     3252

ავიაკომპანია „ეარ კანადის“ თვითმფრინავი, რომელიც ფრანკფურტიდან ტორონტოს მიმართულებით ასრულებდა რეისს, იძულებული გახდა, ირლანდიაში საგანგებო დაშვება განეხორციელებინა. თვითმფრინავი შანონის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხდარის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის არასათანადო ქცევა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 87 წლის ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, შემდეგ კი ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს დაესხა თავს. დასავლური მედია წერს, რომ, ეკიპაჟის ერთი წევრი მან დაკბინა კიდეც. უცნობია, რამ გამოიწვია ქალბატონის გაღიზიანება.

პილოტმა თვითმფინრავის სასწრაფოდ დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ირლანდიის აეროპორტში ქალბატონი პოლიციამ დაკითხა. თვითმფრინავმა კი, რომლის ბორტზეც 201 ადამიანი იმყოფებოდა, ტორონტოს მიმართულებით რეისი განახორციელა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა 87 წლის ქალბატონი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42