"შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება). ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება.სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რომელსაც არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია.სასამართლო პროცესზე აბულაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება და ეს თავად ბრალდებულმაც გაიზიარა.
მასალის გამოყენების პირობები






