ამის შესახებ "ნიუპოსტს" თბილისის აეროპორტიდან აცნობეს.
წმინდა ცეცხლს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. წმინდა ცეცხლს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი დაახლოებით 15:16 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევიდა. წესის თანახმად, საფლავი დაიხურა, მანამდე კი მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა, მათ შორის ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას, ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან და ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, საგანგებოდ ჩადიან.
მასალის გამოყენების პირობები