რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება - ,,ფრობსის“ ჟურნალისტი პუტინის გეგმებზე წერს
მსოფლიო - 13:38, 11 Apr, 2015     2301
სააკაშვილის ქართველები უკარინაში დემოკრატიას ამყარებენ - პუტინი კი ახალი შეჭრისთვის ემზადება - წერს ,,ფორბსის“ მიმომხილველი მელიკ კეილანი. მიმომხილველი, რომელიც ამბობს, რომ ის უკრაინაში 2 კვირის წინ იმყოფებოდა, სტატიაში აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ენერგიულად ემზადება უკრაინაში საგაზაფხულო შეტევისთვის. მისი თქმით, ეს სხვადასხვა წყაროებითაც დასტურდება.

,,რუსული სამხედრო ძალები ფართოდ არის განლაგებული აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე. ისინი სამ ეშელეონად არიან დაჯგუფებული, რათა მიწასთან გაასწორონ უკრაინული თავდაცვა ფრონტის მთელ ხაზზე“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ უძლებს ცდუნებას, გლობალური მნიშვნელობის მოვლენებიდან ყურადღება საკუთარი თავდასხმებზე გადაიტანოს. ჟურნალისტს მაგალითებიც მოჰყავს, – პეკინის ოლიმპიადის დროს იყო საქართველო, სოჭის ოლიმპიადის პერიოდში - ყირიმი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს - დონბასი.

ავტორი თვლის, რომ ეს არ არის ვინმეს ბრალი, როგორც არ იყო არანაირი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში, არც უკრაინელი ფაშისტები იყვნენ ყირიმში ან დონეცკში, ამჯერადაც ყველა სამხედრო ოპერაციას პუტინი წინასწარ გეგმავს და მოსაზრება, რომ ამ მოვლენების მიზეზი პროვოკაციები იყო, მცდარია.

სტატიის ავტორს, მაგალითაც მოჰყავს 2008 წლის აგვისტოს ომი, ავტორი მიუთითებს, რომ ამ ომთან სააკაშვილის ,,ველური და შეშლილი“ ქმედებები არაფერ შუაშია, კრემლის ტანკები უკვე მიემართებოდნენ როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში.

მელიკ კეილანი წერს, რომ უკრაინელებს ჰქონდათ არჩევანი - ან ეცხოვრათ პოსტსაბჭოთა კორუფციის დახურულ სივრცეში, ან გამოეხატათ პროტესტი და შედეგად, მიეღოთ რუსეთის შეჭრა. მათ გარისკეს და აირჩიეს უკანასკნელი, რის გამოც რუსეთის აგრესიას ვერ გადაურჩნენ.

ავტორი მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში საქმიანობასაც ეხება და წერს, რომ ,,უკრაინაში მოიწვიეს პატიოსანი და ზეკომპეტენტური ქართველი ტექნოკრატები, რათა მათ აეღოთ თავის თავზე საკვანძო როლი ანტიკორუფციულ კამპანიაში“, - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42