მინიტრის მოადგილე ამბობს, რომ მოსახლეობა აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას, თუმცა იზორია დეტალებს არ აკონკრეტებს. მან მოსახლეობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მოსახლეობა, პირველი დღიდანვე როგორც კი ცხელი ხაზი იქნა გაცხადებული, აქტიურად გვაწვდიდა ინფორმაცია, დეტელაბს ვერ მოვყვები, თუმცა მოგვეცა საფუძველი, რომ სხვადასხვა მიმართლებით აქტიურად გვემუშავა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მომხდარიყო დაკავება“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
იზორიას თქმით, გამოძიების პროცესში ყველა პროცესუალური უფლებები უზრუნველყოფილი იქნება და ადვოკატს მიეცემა შესაძლებლობა იყოს საქმის თანამონაწილე.
რაც შეეხება აბულაძის მეგობრის მამედოვის დაკავებას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიცია მამედოვს მეგობრის ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდა, იზორია ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის სიცრუე - ,,მამედოვს კონკრეტული ინფორმაცია პოლიციისთვის არ მიუწოდებია“ - დასაძენს მინისტრის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






