,,მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა! ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები.. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს!“ - აცხადებს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, შალვა აბულაძე ბორჯომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
მასალის გამოყენების პირობები






