კალაშოვი-ონიანი-ქარდავა: 300-მდე ,,კანონიერი ქურდის“ მასშტაბური ,,სხოდკა“ და ახალი ,,ომი“
სამართალი - 14:54, 10 Apr, 2015     36837
,,კანონიერი ქურდები“ მასშტაბური ,,სხოდკისთვის" ემზადებიან, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი (შაქრო მალადოი) უხელმძღვანელებს.

რუსლი მედიის ცნობით, სხოდკაზე იგეგმება განიხილონ, დანაშაულებრივი სამყაროს იმ წარმომადგენლების საკითხი, რომელთათვისაც ქურდის სტატუსის ჩამორთმევას აპირებენ. კრიმინალები ასევე გეგმავენ, განიხილონ ტარიელ ონიანის კლანს შორის მომწიფებული ,,ომი“.

იანვარში სომხეთში გამართული მასშტაბური სხოდკის მონაწილე ,,კანონიერი ქურდები“ რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდნენ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2008 წლის შემდეგ ,,კურთხეულ“ რამდენიმე პირს ,,სტატუსი“ უნდა შეჩერებოდათ. შაქრო კალაშოვი და სხვა კრიმინალები გასაუბრებას აწარმოებდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, შესაძლებელი იყო თუ არა მათი ქურდულ ოჯახში დაბრუნება. ამასთანავე იძებნებოდა კრიმინალური ავტორიტეტი გელა ქარდავა.

პრეტენზიები გელა ქარდავასთან:

იანვრის ,,სკოხდკაზე“, რომელზედაც გელა არ გამოცხადდა, გადაწყდა, რომ მას მოთხოვნოდა პასუხი იმ ე.წ. მალიავაზე (წერილზე) ხელმოწერის გამო, სადაც საუბარი იყო ბადრი კოღუაშვილის, შაქრო მალადოის მეგობრისა და ქურდული ავტორიტეტის არაქურდად დატოვებაზე. რუსული გამოცემის ცნობით, გელა, თვეების განვალობაში თავს იკავებდა ამ საკითხზე საუბრისაგან, ამიტომ ამ კვირაში შედგა ერთგვარი ვიდეო-სატელეფონო ,,სხოდკა“ შაქრო კალაშოვს, გიორგი დიაკვანიშვილის (გია დლინნი), რობინზონ არაბულისა და სხვა რამდენიმე კანონიერი ქურდის მონაწილეობით. ზოგიერთი მათგანი იმყოფებოდა საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ზოგი კი ციხეებში. საუბრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ გელა ქარდავასთვის დაუსაბუთებელ ე.წ. მალიავაზე ხელის მოწერისა და სხვა ისეთი საქციელების გამო, რომელიც კანონიერ ქურდს არ შეესაბამებოდა, შეეჩერებინათ ქურდის სტატუსი. გელას გაუხსენეს მჭიდრო ურთიერთობები ვადიმ ივანენკოსთან (კრასნოდარსკი), რომელიც ჯერ ეჭვმიტანილი იყო ,,ობშიაკის“ თანხების გაფლანგვაში, ხოლო შემდეგ ამ წლის თებერვალში ის მოკლული იქნა თურქეთში.

საბოლოოდ გელას ბედი გადაწყდება სწორედ ამ მასშტაბურ სხოდკაზე, რომლის გამართვაც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. ის სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მოსკოვის რეგიონში შედგება, სადაც ამჟამად ,,კანონიერ ქურდთა“ დიდი რაოდენობა იმყოფება. სხოდკაში მონაწილებას 300-ზე მეტი ,,კანონიერი ქურდი“ მიიღებს მონაწილეობას. ისინი განიხილავენ იმ კრიმინალური გენერლების ქცევას, რომელიც, მათი აზრით, არ შეესაბამება ,,ქურდულ კოდექსს“ და ზოგიერთ მათგანს საბოლოოდ დატოვებენ ,,არაქურდად“.

დაპირისპირება ტარიელ ონიანის კლანს შორის:

,,სხოდაკზე“ ასევე განიხილავენ ტარიელ ონიანის (ტაროს) კლანის ყოფილ და ამჟამინდელ წევრთა შორის შესაძლო ომის საკითხს. როდესაც ტარო აწარმოებდა ომს დედ ჰასანთან (ასლან უსოიანთან) მის კლანში იყო სრული ერთიანობა. მას შემდეგ, რაც ჰასანი მოკლედ, ხოლო მისი ადგილი შაქრომ დაიკავა, ტაროს ზოგიერთმა მომხრემ მჭიდრო კონტაქტი დაამყარა კალაშოვთან, რის შედეგადაც ისინი დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან და ახლა მათი ნახვა შესაძლებელია მოსკოვში მდებარე ,,გოლდენ პალასში“, შაქროს შტაბ-ბინაში. კერძოდ, ,,გოლდენ პალასის“ ხშირი სტუმარი გახდა კახაბერ ფარფალია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა ტაროს უახლოეს გარემოცვის წევრად. ასევე მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სოხუმსკი), რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე თავდასხმას გადაურჩა ოდესაში, ხოლო ამჟამად ისიც მოსკოვში იმყოფება. თანამებრძოლების და განსაკუთრებით კახას ამგვარმა საქციელმა, ონიანის მძაფრი, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ თავად ონიანი გამოძალვისთვის ციხეში იმყოფება.

ასევე ნეგატიურად არიან ამ საკითხის მიმართ განწყობილი ტაროს საზღვარგარეთ მყოფი თანამებრძოლები - მამუკა ონიანი, გურამ ჭიქაბერიძე (ჭიკჭიკა), ანზორ ხუციშვილი, ლაშა ნიჟარაძე. მათ კახა და ტაროს სხვა ყოფილი თანამებრძოლები მოღალატეთა სიაში ჩაწერეს. მწიფდება საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი და გარჩევები ტაროს მომხრეებსა და კალაშოვთან გადაბარგებულ ყოფილ თანამებრძოლებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს ბრალდებებს უყენებს, რაც შესაძლოა ახალი კრიმინალური ომის დასაწყისი გახდეს, შესაბამისი მძიმე შედეგებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42