გვიან ღამე, მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერის, ბორიც ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მოწყობილი მემორიალი დაშალეს.
მემორიალის ადგილზე მხოლოდ რუსეთის ერთი დროშა დარჩა. ყვავილები, სანთლები და პოლიტიკოსის სურათები კი გაქრა.
ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მოწყობილი მემრორიალი, 27 მარტსაც დაშალეს. მემორიალის დაშლის კადრები ინტერნეტით გავრცელდა.
თვითმხილველებმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
დასუფთავების შემდეგ ნემცოვის მომხრეებმა მკვლელობის ადგილზე ისევ ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ მემორიალის დაშლას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა მოსახლეობამ მათთვის ხელის შეშლა მოახერხა.
გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშრებით, მოსკოვის მერიას განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






