პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარს რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართის განმარტებით, მამედოვს ან მის ახლობელს შეუძლია გირაოს თანხა უძრავი ქონებითაც უზრუნველყოფს. დაცვის მხარე დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს იყო, თუმცა ამ ეტაპზე ამის საფუძველი აღარ არსებობს. პროცესზევე ბრალდებულმა განაცხადა, რომ აღიარება ნებაყოფლობითია და რაიმე იძულებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რამინ მამედოვს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედება.
მასალის გამოყენების პირობები






