პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
სასამართლოს პროკურატურა სავარაუდოდ, უახლოეს საათებში შუამდგომლობით მიმართავს.
შგეახსენებთ, პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წაუყენა.
უწყების ინფორმაციით ბრალის წაყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისათვის საქმეზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შ.აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






