ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ შსს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბაჩანა ახალაიამ ინფორმაცია მიიღო შსს შვიდი თანამშრომლის შესახებ, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდათ. ამ საბაბით ბაჩანა ახალაიამ დასჯა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებული შესრულება დაავალა თავის ნდობით აღჭურვილ შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს-დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს. 2012 წლის 18 აგვისტოს ბაჩანა ახალაიამ ბრძანება გასცა, სასაწრაფოდ შეეკრიბათ 1 სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნული სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, დავით ვეკუამ შსს-ს ბაზაზე პირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად განგაში გამოაცხადა. დაახლოებით სარამოს 9 საათისათვის შს მინისტრი ბაჩანა ახალაია ბაზაზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობრო მომზადების მოედანზე მომზადებული იყო 1 სამმართველოს პირადი შემადგენლობა. ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ 7 მათგანს მიმართა და უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიებს. ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა, ყველა მათგანი პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩააყენა, დავით ვეკუამ 7-ვე მათგანს სამხრეები ჩამოახია და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა.
იმავე დღეს შსს მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა მათგანი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და კადრები სამმართველოს განკარგულებაში გადაიყვანეს.ამის მიუხედავა, 2012 წლის 19 აგვისტოს დილით ადრე ახალაიამ დაიბარა 7-ვე მათგანი და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცრების გადამზადების კურსებზე. ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად, ვეკუამ, ჩუბინიძემ და აბაძიძემ ამ ოფიცრებს გარდა სხვა 38 საეჭვო რეპუტაციის თანამშრომელი, თითქოსდა რეინჯერთა კურსის გავლის საბაბით, მიიყვანეს შსს-ს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც შვიდივე დააცალკევეს და მათი ხელმზღავნელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან ვითომდა გადმოყვანილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს: ალექსი დავითიშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს. ე. წ. ინსტრუქტორებმა და მათმა ხელმძღვანელებმა, რომლებიც ძირითადად ალკოჰოლის ზემოწმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შვიდივეს მიაყენა შეურაცხყოფა და აუკრძალა ახლობლებთან კონტაქტი. ისინი გააშიშვლეს და მთელი დღის მანძილზე სირბილს აიძულებდნენ.
დაღლილებს ყელზე გამობმული ქამრით მიწაზე ათრევდნენ, სცემდნენ, პერიოდულად ერთმანეთში ჩხუბს აიძულებდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევასი მათ ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ერთმა ინსტრუქტორმა მოახდინა გასროლა დასჯილთა მიმართულებით, შემდეგ კი იარაღის კონდახით სცემა ისინი.შვიდივე ნაცემი და ნაწამები ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ზემოდან მიწა დააყარეს. ყველა მათგანი სცემეს ჯაჭვისა და თოკის გამოყენებით.დღის ბოლოს ყველა შეიყვანეს იქვე მიტოვებულ შენობაში, იქ დატოვეს დილამდე და გარედან ბოქლომით დაუკეტეს კარები. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ბაზაზე 21 სექტემბრამდე. ბაზის დატოვებამდე კატეგორიულად გააფრთხილეს ისინი, რომ ეთქვათ, თითქოსდა დაზიანებები წვრთნის დროს ჰქონდათ მიღებული. სხვა შემთხვევაში, ოჯახებს აუწიოკებდნენ. მიუხედავად ფიზიკური დაზიანებებისა, მათთის არ აღმოუჩენიათ არანაირი სამედიცინო დახმარება,რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი დღემდე გადიან რეაბილიტაციის კურსს. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 333, 143,144-ე მუხლების დანაშაულის ჩადენისათვის შსს-ს მიერ დაკავებული არიან შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალი დავით გიორგაშვილი, კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი და რიგითი რობერტ სუთიძე. საქმეში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები






