ჯორჯ კლუნი 53 წლის. ყველაზე კარგი მტკიცებულება იმის, რომ ასაკი ამშვენებს, ჯორჯ კლუნია, ის არასოდეს ასეთი სექსუალური არ ყოფილა. ამ 53 წელში მან 69 ფილმში თამაში მოასწრო
კოლინ ფერტი 54 წლის. მისი მომხიბვლელობა ჯერ კიდევ მისტერ დარსის დროიდანაა ცნობილი. ოსკაროსანი მსახიობი დაოჯახებულია და ორი შვილი ყავს.

რობერტ დაუნი უმცროსი 50 წლის. ამ ასაკში, არავინ არასდროს არ ყოფილა მასავით მომხიბვლელი რკინის კოსტიუმში.

ჰიუ ჯეკმანი 46 წლის. გარდა მომხიბვლელობისა, ჯეკმანი ცნობილია იმითაც, რომ თავდავიწყებით უყვარს თავისი მეუღლე.

ხავიერ ბარდემი 46 წლის. ის ესპანური ვნების ნამდვილი განსახიერებაა. მუდამ ახალგაზრდა და მუდმ სესუალურ ხავიერ ბარდემს პენელოპა კრუსთან ორი შვილი ყავს.

ბრედ პიტი 51 წლის. საუკეთესო ქმარი და 6 შვილის საუკეთესო მამა და უბრალოდ უზომოდ მომხიბვლელი მამაკაცი.

ლიამ ნისონი 62 წლის. ირლანდიელების სიამაყე ამ ასაკშიც კი გაცილებით კარგად გამოიყურება , ვიდრე ბევრი მისი ახალგაზრდა კოლეგა. ამავდროულად მან 102 ფილმში მოასწრო თამაში.

დანიელ კრეიგი 47 წლის. აგენტი 007 ახლა მხოლოდ კრეიგთან ასოცირდება . ის ნამდვილი ბონდია.

სტენლი ტუჩი 54 წლის. თავდაჯერებული და ქარიზმატული ნებისმიერი მისი 107 ფილმიდან.

კიანუ რივზი 50 წლის. მუდამ ახალგაზრდა, ეგზოტიკური გარეგნობით და დიდი გულით და ჯერ კიდევ მარტოხელა.

პირს ბროსნანი 61 წლის. ის დიდი ხანი იყო და რჩება მომხიბვლელობის და ქარიზმატულობის განსახირებად.

რიჩარდ გირი 65 წლის. ის ისეთივე მაცდურია, როგორც წლების წინ ”ლამაზმანში”

ალან პიკმანი 69 წლის. სევერუს სნეიპი სამართლიანად იკავებს ადგილს ამ ნუსხაში. 69 წელი და 68 საოცარი ფილმი და ზღვა ტალანტი.

რალფ ფაინსი 52 წლის. ”გრანდ ბუდაპეშტის”, ”შინდლერის სიის” და სხვა მრავალი ფილმის საოცრად მომხიბვლელი ვარსკვლავი ამჟამად მარტოხელაა.

ჯერარდ ბატლერი 45 წლის. 300 სპარტელის მრისხანე მეთაური ლეონიდასი ოდესღაც მიმტანად, ანიმატორად და იურისტადაც კი მუშაობდა. ასევე ის არის მამაცობის მედლის მფლობელი, რომელიც მას იმისთვის მიენიჭა, რომ პატარა ბიჭი წყალში დახრჩობას გადაარჩინა.

ჯონი დეპი 51 წლის. ვინ დაიჯერებს, რომ საყვარელი მეკობრე უკვე 51 წლისაა? ჟურნალ «People» -ის ვერსიით ჯონი დეპი 2003 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდა. მას შემდეგ მის სექსუალურობას არაფერი არ დაუკარგავს.

ჯარედ ლეტო 43 წლის. რჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის დრო გაჩერდა. მილიონების კერპი, ნიჭიერი მომღერალი და ოსკაროსანი მსახიობი.

მასალის გამოყენების პირობები






