,,დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში“ - დედის მიმართვა დავით სერგეენკოს
ჯანმრთელობა - 20:35, 09 Apr, 2015     2971
უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 29 წლის ნათია სანთელაძის ოჯახი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს დავით სერგეენკოს დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც ნათია სანთელაძის დედამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას პრესკლუბში ისაუბრა, ნათია უკვე 5 თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმესი დიაგნოზით იმყოფება.

„ნათიას უკვე 15 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს. მოგვიანებით მას კისრის არეში ფურუნკული გაუჩნდა, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ფურუნკულიდან ჩირქი ხერხემლის ჩაყოლებაზე ჩაიღვენთა. დიაგნოზის მიხედვით მას მწვავე სეპტიცემია, სეფტიურ-ჩირქოვანი მენინგიტი, კისრის ზურგის მარჯვენა ბეჭის მიდამოს ფლეგმონა და ინტრასპინალური მარჯვენამხრივი ეპიდორული აბცესის ც7 დ3 მალების დონეზე აქვს. ხერხემალზე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ჩირქი შესული იყო ხერხემალში და ერთ ადგილზე დაზიანებული იყო ზურგის ტვინის გარსი. ამ მიზეზთა გამო ოპერაციის შემდგომ გართულებები წავიდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ბაქტერიული გენინზის მენინგომიელიტი განვითარდა. ეს ინფექცია მოგრძო ტვინამდე ავიდა, რის გამოც ოთხივე კიდური უმოძრაო აქვს. იმისათვის, რომ ისუნთქოს, მას სასუნთქი აპარატის დახმარება სჭირდება“,- განაცხადა თამარ სანთელაძემ.

გოგონას სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში 15 000 ლარი გადაერიცხა, თუმცა, ნათია სანთელაძის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ნათია სანთელაძის ოჯახმა სამინისტროს რეფერალური დახმარება სთხოვა. დახმარების თხოვნით ოჯახმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა, თუმცა ნათიამ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარება ვერ მიიღო.

„დეკემბერში საყოველთაო დაზღვევის 15 000 ლარი ჩაირიცხა, ამ თანხის გახარჯვის შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ადამიანების შემწეობის იმედად ვართ. მაგრამ თანხა იმდენად დიდია, რომ დავალიანება უკვე 60 000-ს გასცდა. ჩვენ შევიტანეთ რეფერალურში განაცხადი, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად და დამატებითი თანხის მისაღებად, რომ მკურნალობა არ შეჩერდეს, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა. დახმარება ვთხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელთაც ჩვენი განაცხადი ისევ ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს და ისევ უარი მოვიდა. მივმართავ ბატონ დავით სერგეენკოს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში. ბატონო დავით, დამაკვალიანეთ რა გავაკეთო, რომ ჩემს შვილს მკურნალობა ჩაუტარდეს და მისი სიცოცხლე გადარჩეს. მივმართავ იმ რეფერალური კომისიის წევრებს, რომლებმაც ჩემი შვილის საქმე განიხილეს, მობრძანდით და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ჩემი შვილი. ნათია უკვე 5 თვეა წევს უმოძრაოდ, 29 წლის გოგოზეა საუბარი. ნუთუ სახელმწიფო ასე ბედის და ღმერთის ანაბარა ტოვებს ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს?“,- განაცხადა თამარ სანთელაძემ.

ნათია სანთელაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი.

საქართველოს ბანკი:

BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: G59BG0000000339229700

მიმღების სახელი: ნათია სანთელაძე

დარეკეთ მაგთიდან და ბილაიდან ნომერზე 0901700432. ზარის ღირებულება 1 ლარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42