საფრთხის დონის მატების საპასუხოდ პუტინი თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას აპირებს
მსოფლიო - 17:06, 09 Apr, 2015     1467

თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს მშვიდობიანი ცხოვრების და რუსეთის სუვერენული განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„სამხედრო მშენებლობა, თავდაცვის პოტენციალის განმტკიცება მომავალშიც სისტემატურად და თანმიმდევრულად გაგრძელდება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის რუსეთის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენი მილიონობით მოქალაქის მშვიდობიანი ცხოვრების პირობა“- განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთში კვლავ გაგრძელდება საჯარისო ნაწილების ინტენსიური საბრძოლო მზადება და მიმდინარე წელს ფართომაშტაბიანი შემოწმება ყველა სამხედრო დანაყოფს მოიცავს.

სამხედრო მზადყოფნასთან დაკავშირებული ბოლო მოულოდნელი შემოწმება პუტინის ბრძანებით 16-21 მარტს ჩრდილოეთ ფლოტს, სადესანტო, შორეული და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დანაყოფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი ღონისძიებები დასავლეთის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს, "ნატოს" გენერალური მდივნის იენს სტონტელბერგის განცხადებით: „დაუგეგმავი სწავლებების სიხშირე, ხელს არ უწყობს სტაბილურობას“.

პუტინმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში კონფლიქტის პოტენციალი იზრდება“ და საფრთხის დონე მატულობს, რასაც რუსეთი უყურადღებოდ არ დატოვებს.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42