„ნიუპოსტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ახსნა-განმარტებითი დოკუმენტი.
სოსანაშვილი წერს, რომ მისი დნმ-ს გაყალბებულია და იმ პროკურორებს ასახელებს, ვინც მისი თქმით, ზეწოლას ახორცეიელბდა მასზე.
ბრალდებული იმ დღეს იხსენებს, როდესაც შსს-ს გენინსპექციაში შემოწმებაზე დაიბარეს.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მისულს, გენინსპექციის მაღალჩინოსანი როინ ასანიძე დახვდა და განუცხადა, რომ ის ნარკოტიკის მოხმარებაზე უნდა შეემოწმებინათ.
„როინი ასანიძემ მის ზურგს უკან მდებარე ოთახიდან გამოიტანა პოლიეთილენის პარკით რამდენიმე ცალი ქილა, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების დისპანსერში ინახება. მიბრძანა გავყოლოდი საპირფარეშოში მოსაშარდად.... მეც დავთანხმდი და გავედით. ამის შემდეგ დავბრუნდით კაბინეტში, მან კაბინეტში მდგარი მაგიდის მარცხენა უჯრიდან ამოიღო ნარკოლოგიური შემოწმების ტესქი და თვითონ დაიწყო ჩემი შარდის შემოწმება... რამდენიმე წუთში კაბინეტში ამოვიდნენ ორი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომლებსაც პლასტმასის ყუთები ჰქონდათ. როინი ასანიძემ, რომელსაც ხელში ეკავა შარდიდან ამოღებული ნარკოტესტი მითხრა ამაში სუფთა ხარო და მოდი ახლა ესენი შეგამოწმებენო. მათ ყუთებიდან ამოიღეს ინსტრუმენტები და დაიწყეს დნმ-ის ნიმუშის აღება.... ჩემგან მარჯვნივ მდგომმა ექსპერტმა მარჯვენა ხელზე შეიცვალა სამედიცინო ხელთათმანი, რატომ ჩემთვის უცნობია, მაგრამ შევნიშნე რომ ხელთათმანი უკვე ნამუშევარი იყო ანუ აშკარად ეტყობოდა სპეციალური ფხვნილის კვალი. მოგეხსენებათ, რომ შსს-ში ვმუშაობდი და არაერთხელ მინახავს ამგვარი ფხვნილისმოქმედების კვალი ამა თუ იმ ნივთზე და დავსწრებივარ დნმ-ის ნიმუშის აღებას. აღებული ნიმუშები სპეციალურ კონვერტებში ჩააწყვეს და შემდეგ სპეციალურ პაკეტში, ისე რომ არ დაუსათაურებიათ“, - წერს სოსანაშვილი.
იგი ასევე დაკავების დღეს იხსნებს. მისი თქმით, 7 თებერვალს ის ჩიტაძის ქუჩაზე არსებულ გენინსპექციის შენობაში მიიყვანეს, სადაც მისი ინფორმაცით, იმყოფებოდნენ ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლები, მათ შორის გიორგი ბადაშვილის მოადგილე ირაკლი შოთაძე.
„ჩემთან მოვიდა პროკურატურის თანამშრომელი მამუკა ვასაძე და მითხრა ალბათ იცი რატომ ხარ დაჭერილიო. ვუპასუხე რომ უდანაშაულო ვიყავი და დაკავების მიზეზი უცნობი იყო. შემდეგ ჩამსვევს სპეცრაზმის მანქანაში და მთავარ პროკურატურაში გადამიყვანეს. ეს არის 15:00 საათი. ამიყვანეს მეხუთე სართულზე და მიმაბეს მაგიდაზე ხელბორკილებით. მამუკა ვასაძემ მითხრა იური ვაზაგაშვილი არის შენო მოკლული და აღიარეო... ვუპასუხე რომ საქმესთან კავშირი არ მქონდა. მან მითხრა მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარაძე შენი დნმ-ა აღმოჩენილიო, გასულ ღამეს გენერალურში რომ მოგაშარდინეს და დნმ-ი აგიღეს, როგორ ფიქრობ არ ამოვიდოდაო. მინდა გიპასუხოთ, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხება, ფალსიფიკაციაა, რომელიც როინი ასანიძემ ჩაიდინა“, - წერს სოსანაშვილი.
ბრალდებული წერს, რომ მამუკა ვასაძემ მას ჰკითხა, თუ რა კავშირი ჰქონდა დეპუტატ გივი თარგამაძესთან.
„ამაზე მიიღეს პასუხი, რომ ვარ პოლიციელი და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრთან კავშირი არ მქონდა“, - წერს გია სოსანაშვილი.
ის ასევე მის მიმართ განხორცეიელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.
„13 საათის განმავლობაში რკინის მაგიდაზე ვიყავი მიბმული. წყალიც არ დამალევინეს. იყო შანტაჟი ვასაძის მხრიდან, რომ მას ჰქონდა სურათები რუსული ბაზიდან, რომელიც ვაზაგაშვილის საფლავზე ჩემს ყოფნას ადასტურებდა... გიპასუხებთ, რომ ვარ უდანაშაულო და ჩემი დაკავება ემსახურება 8 წამიან ნათლისღების დღესასწაულის მისალოც საუბარს ჩემსა და ფირცხალავას შორის“, - წერს გოა სოსაანაშვილი.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინო დათაშვილი




მასალის გამოყენების პირობები






