ნაფიცმა მსაჯულებმა 2013 წლის ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი ბრალის 30-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს, მათ შორის იმ 17-ში, რომელიც კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
იმავე მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, ეთნიკურად ჩეჩენ ცარნაევს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან თუ სამუდამო პატიმრობას, ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.
ცარნაევი დამნაშავედ ბოსტონის ტერაქტის შედეგად 3 ადამიანის გარდაცვალებაში, 264 ადამიანის დაჭრასა და აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ,
დაცვის მხარის აღიარებით, 2013 წლის 15 აპრილს ჯოხარ ცარნაევმა ნამდვილად მოაწყო აფეთქება, თუმცა მათი მტკიცებით, ეს მან მისი უფროსი ძმის, ტამერლან ცარნაევის მითითებით გააკეთა, რომელიც ტერაქტის შემდეგ პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა. მიუხედავად ამისა ნაფიცმა მსაჯულებმა ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






