,,ეს არის შეურაცხყოფა“ - იური ვაზაგაშვილის ადვოკატი ეჭვიანობის ნიადაზე მკვლელობას გამორიცხავს
სამართალი - 20:36, 08 Apr, 2015     2939
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ამის შესახებ მოსიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატ სოსო ჯოგლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის შეურაცხყოფა და ამორალური ქმედება.

„ჩემი მხრიდან ამის შეფასება სამართლებრივად არასწორია. ადგილი აქვს კიდევ ერთ პროვოცირებას. გარდაცვლილ ადამიანსაც კი არ ასვენებენ და მაპროვოცირებელ განცხადებებს ავრცელებენ. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ბატონ იური ვაზაგაშვილზე პატიოსანი ადამიანი ქვეყანაში ბევრი არ იყო. ვწუხვარ, რომ ამ არასწორ თამაშში ჩემი კოლეგები იღებენ მონაწილეობას. ეს არის ორღობეში ადამიანის ჭორაობის დონეზეა დასული ინფორმაცია“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.

„რაც შეეხება დნმ-ის მესამე კვალს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ხდება, რაც ემსახურება იური ვაზაგაშვილის მკვლელების დადგენას და შემკვეთების დასახელებას. ჩვენ ვამბობდით, რომ კონკეტულად სოსანაშვილს პირადი ინტერესი ვაზაგაშვილის მიმართ არ ჰქონდა, ამიტომ ვფიქრობთ, ეს არ იყო მის მიერ მოფიქრებული მკვლელობა. მის უკან დგანან შემკვეთები, რომლის გამოვლენა საგამოძიებო ორგანოს მოვალეობაა. დაველოდები სგაგამოძიებო ორგანოების მხრიდან მტკიცებულებებით გამყარებულ ინფორმაციას. ვფიქრობ, ამ საქმეს აქვს იმის რესურსი, რომ მოხდეს სხვა პირთა გამოვლენა, რომლებიც კავშირში იყვნენ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, „ნიუპოსტთან“ საუბარში იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მომზდარიყო.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42