სასკივდილო სენით დაავადებული, 30 წლის რუსი პროგრამისტი, ვალერი სპირიდონოვი თავის გადანერგვის ოპერაციას დათანხმდა.
პროგრამისტი კუნთების ატროფობიის უიშვიათესი ფორმით - ვერდნიგ ჰოფმანის სპინალური ატროფობიით არის ავად.
სპირიდონოვი მეტად სარისკო და უნიკალური ოპერაციის პირველი კანდიდატია. ოპერაციას, იტალიელი ქირურგი, სერხიო კანავერო ჩაატარებს. უპრეცედენტო ოპერაცია მომავალი წლისთვის არის დაგეგმლი.
ვერდნიგ ჰოფმანის ატროფობიით დაავადებული ადამიანები, როგორც წესი ადრეულ ასაკში იღუპებიან, თუმცა პროგრამისტმა 30 წლამდე მიღწევა შეძლო.
„ძალიან მეშინია, მაგრამ ეს საშიშთან ერთად, საინტერესოც არის. თან მე სხვა არჩევანი არც მაქვს. თუ კი ამ შანსს არ გამოვიყენებ, სიცოცხლეს მალე დავასრულებ, რადგან ჩემი მდგომარეობა ყოველ წელს უარესდება“ - განაცხადა სპირიდონოვმა.
აქამდე, თავის გადანერგვის ოპერაცია მხოლოდ ცხოველებზე, საბჭოთა კავშირში - ძაღლებზე, ხოლო ამერიკაში - მაიმუნებზე ჩატარდა, თუმცა ეს ექსპერიმენტები წარმატებული არ აღმოჩნდა.
მთავარ სირთულეს ზურგის ტვინისა და დონორის თავის იმუნური სისტემის ერთმანეთთან შეთავსება წარმოადგენს. თუმცა, ექიმი კანავერო დარმწუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ყველაფერი შესაძებელია. 36 საათიანი ოპერაცია, რომელიც მხოლოდ სუპერ თანამედროვე სამედიცინო ცენტრში შეიძლება ჩატარდეს, 11 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






