CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის კომპუტერულ ქსელზე დავდასხმაში, ვაშინგტონი რუს ჰაკერებს ადანაშაულებს.
სააგენტოს განცხადებით, ინფორმაცია მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისგან მიიღეს, რომელთა თქმითაც, ეს იყო ერთერთი ყველაზე „დახვეწილი“ კიბერშეტევა ბოლო წლების განმავლობაში. ხოლო რუსულ კვალზე ტიპიური კომპიუტერული კოდები და სხვა ინდიკატორები მიუთითებს, რომელიც გამოძიების დროს იქნა აღმოჩენილი.
CNN-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხეს. თუმცა მათ სისტემის იმ ნაწილში შეაღწიეს, რომელშიც ბარაკ ობამას რეალური გრაფიკის დეტალები ინახება.
აღნიშნულ ბრალდებას კრემლი ირიონულად აღიქვამს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლაიდემრ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება უკვე „სპორტის სახეობად იქცა.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






