ბორის ნემცოვის ანგარიში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობას ეხება და რომელზეც ნემცოვი გარდაცვალებამდე მუშაობდა, აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება.
ამის შესახებ, მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერმა, ილია იაშინმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის უცხო არ არის, რომ მათ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცები იბრძვიან.
„რუსი მოქალაქეებისთვის, კი ამ ანგარიშით ბევრი რამ გახდება ცნობილი“ - განაცხადა იაშინმა და დასძინა, რომ ის და მისი გუნდი უახლოეს მომავალში ახალ ანგარიშს - „პუტინი. ომი“ წარადგენენ.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






