საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თეონა ტაველიშვილის საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
როგორც საიაში აცხადებენ, თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა. გათავისუფლების საფუძველი გახდა თეონას პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რომელიც მისი განმარტებით გამგებლისა და გუბერნატორის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის და მუქარის შედეგად დაწერა. იგი ამ დროს 7 თვის ორსული იყო და დეკრეტული შვებულების გამოყენების უფლებაც არ მისცეს.
საია ითხოვს თეონა ტაველიშვილის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






