"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა. დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ“ - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მილოცვა "გიხაროდენ" უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ,,ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა "გიხაროდენ მიმადლებულო", მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე. დღეს ყოველმა ჩვენთაგანმა რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს და ის სიყვარული, რასაც თქვენ მოუტანთ მოყვასს, ათმაგად დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა ყველა თავისი დიდი სიყვარულით დაგვაჯილდოვოს!", - აღნიშნა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები