ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის ახალი დეტალები
მსოფლიო - 13:18, 07 Apr, 2015     2212

პოლონური რადიო RMF FM-ი, სმოლენსკის ტრაგედიის ახალ დეტალებს, „შავი ყუთის“ ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად ახმაურებს.

რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად გაირკვა, რომ არაუფლებამოსილი პირები, პილოტებს თვითმფრინავის დაშვებაში ხელს უშლიდნენ. უფრო მეტიც, ისინი მათი ყურადღების გაფანტვას ცდილობნენ და შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე, კაბინაში ლუდიც კი შეუტანეს.

ინფორმაციის თანახმად, ბოლო ექსპერტიზის შედეგად სპეციალისტებმა, წინა გამოძებებთან შედარებით, 30%-ით მეტი სიტყვა გაშიფრეს.

RMF FM-ი ასევე იტყობინება, რომ პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, ანდჟეი ბლასიკი, რომელიც პილოტების კაბინაში იმყოფებოდა, მათ მოქმედების შესახებ ინსტრუქციებს აძლევდა და არწმუნებდა, რომ ისინი უნდა დაშვებულიყვნენ,მაშინ როდესაც ძლიერი ნისლი იყო.

აუცილებელ დაშვებაზე საუბრობდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დირექტორი, მარიუშ კაზანიც.

რადიოსადგურის განცხადებით, ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე, 20 წუთის განმავლობაში ჩამწერმა 7 მცდელობა დააფიქსირა, რომელიც დამშვიდებისა და სიჩუმისკენ მოუწოდებდა. „ ჩუმად... გადით აქედან... შეწყვიტეთ, გთხოვთ...“- დაფიქსირდა კატასტროფამდე 2.5 წუთით.

ჩანაწერების მიხედვით, ტრაგედიამდე ნახევარი საათით ადრე, პილოტებთან ერთან მყოფ უცნობ პირს სტიუარდესამ ლუდი შესთავაზა და მანაც დალია.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, პოლონეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფაში რუსი დისპეჩერები დაადანაშაულა. სახელმწიფო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ტექნიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ავიაკატასტროფა სისტემური მიზეზით - დისპეტჩერებს უპასუხისმგებლობითა და მათ მიერ ეკიპაჟის წევრების არასრული ინფორმირების გამო მოხდა. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეყვანა და მეორე წრეზე მანევრის დაწყების დაგვიანება გამოიწვია.

2010 წლის აპრილში, სმოლენსკთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და პოლონური დელეგაციის 100 წევრი დაიღუპა.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42