აფხაზეთის დეფაქტო რესპურბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ „ინტერფასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოში, რთული გეოპოლიტუკური ვითარების ჟამს, საფრთხეს უქმნის, როგორც აფხაზეთისა და რუსეთში, ასევე მთელს რეგიონალურ სტაბილურობას და სოხუმმა, სწორედ ამ ფონზე გადაწყვვიტა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნით.
ხაჯიმბამ, საქართველოს მთავრობასთან შესაძლო დიალოგის პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიალოგის გაფართოება იმ შემთვევაში მოხდება, თუკი საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
„მსგავსი დიალოგი ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე კვლავაც უარს აცხადებს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია კვლავ პრობლემად რჩება“- განაცხადა დეფატქო ლიდერმა.
მისივე თქმით, თუკი ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული წინადადებები ექნება, აფხაზეთში მათ განსახილველად მზად არიან.
„საქართველოს მთავრობის რიტორიკა ისეთივე აგრესიული არ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მას თავისი მშვიდობიანი დამოკედებულბა საქმით უნდა დაამტიკოს და არა სიტყვით“ - აღნიშნა ხაჯიმბამ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






