სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი 9 მაისს, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრება. სამხედრო აღლუმში მონაწილეობას სომეხი ჯარისკაცებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






