შეკვეთილი და სერიული მკვლელობების რუსული ხელწერა - ,,ხელისუფლებას ურჩევნია გამოფხიზლდეს“
პოზიცია - 23:17, 06 Apr, 2015     4527
საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მკვლელობები; რა როლი და ვალდებულება აკისრია კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლებას და თავად საზოგადოებას და რა არის გამოსავალი იმისათვის, რომ მოსახლეობაში არ გაჩნდეს დაუცველობის განცდა.

,,ნიუპოსტი“ ექსპერტებს ესაუბრა, ხათუნა ლაგაზიძეს მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის სერიული მკვლელობები, რუსეთისთვის ჩვეულ კრიმინალს ემსგავსება.

_ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოში სერიული მკვლელობების ხელწერა ძალიან ემსგავსება რუსეთში არსებულ სიტუაციას და მთავარი კითხვა არის, რატომ? ამას ერთვის პოლიციელების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტები, რაც კომპლექსში გვაფიქრებინებს, რომ დღითიდღე ეს ყველაფერი რუსეთისთვის ჩვეულ კრიმინალს ემსგავსება - ეს არის გარჩევების, ანგარიშწორების და შეკვეთილი მკვლელობების სისტემა.

_თქვენ ახსენეთ რუსული ხელწერა, რატომ? ფიქრობთ, რომ შეიძება საქმე გვქონდეს შეგნებულად დაგეგმილ ქაოსთან? მაშინ სად არის ხელისუფლების მთავარი ვალდებულება სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინაშე?

_აქ ძალიან ფართო სპექტრი შეიძლება იყოს ვერსიების, დაწყებული წმინდა წყლის კრიმინალურიდან, დამთავებული პოლიტიკურით. თავის დროზე განხორციელებული მასშტაბური ამნისტია, გახსოვთ ამ ამნისტიის შემდეგ ერთბაშად იგრძნობოდა კრიმინალის დონის აწევა, შემდეგ თითქოს ხელისუფლებამ სიტუაცია დაიჭირა და ბოლო რამდენიმე თვეა, ძალიან თვალშისაცემია ეს ყველაფერია. თუმცა ამ ეტაპზე შეიცვალა ხელწერა. ეხლა შეკვეთილი მკვლელობების სერია და პოლიციელების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობაა. მაშინ ყოფითი კრიმინალი იყო. ჯერ ერთი, მთავარი შეკითხვა, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით ხარძიანის მკვლელობის შემდეგ, ეს იყო, ვინ იქნება შემდეგი? როცა საზოგადოებაში ეს კითხვა ჩნდება, ეს არის ხელისუფლების დიაგნოზი. ხელისუფლების ფუნქციაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ კუთხით უსაფრთხოება ფართო ცნებაა და შედის ფინანსური, სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოება. ამ უსაფრთხოებას დიდი დარტყმა მიაყენა ლარის კურსის დაცემამ. ამ თვალსაზრისით საზოგადოება სოციალურად და ეკონომიურად დაუცველი გახდა. ამას თან ერთვის, რომ ხელისუფლება ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფის დაცვას ვერ ახერხებს. მითუმეტეს როდესაც ხელის აღმართვა სამართალდამცავ სტრუქტურებზე ხდება. ეს იწვევს სერიოზული შფოთის განცდას და აქედან ქაოსამდე ძალიან ცოტა მანძილია დარჩენილი და თუ ხელისუფლებას სიტუაცია ხელიდან გაექცა, ასეთ შემთხვევაში რთული სავარაუდო არ არის, ვინ ისარგებლებს ამით, რადგან რუსეთი თავის მიზანს არ მალავს. ბოლო დროს მეტ-ნაკლებად გახშირდა რუსეთიდან პოლიტიოლოგების და ექსპერტების ვიზიტები და პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის და უკრაინის სივრცეში. ხელს რუსეთისკენ ვერ გავიშვერ, როდესაც შეკვეთილ მკვლელობებზე ვსაუბრობ, მაგრამ ხელწერა რომ რუსულია, ეს ფაქტია. გამორიცხულია, რომ ისეთმა სპეცსამსახურებმა, როგორიც რუსეთს ჰყავს, მსგავსი სიტუაციებით არ ისარგებლონ. შემკვეთი ერთია და მეორეა ის, თუ ვინ ისარგებლებს ამ შედეგით. თუ ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა, როგორც მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფმა ინსტიტუტმა, მისი დელიგიტიმიზაცია სწრაფი ტემპით წავა, რაც ქაოსს გამოწვევს საზოგადოებაში. ხელისუფლებას ურჩევნია გამოფხიზლდეს.

_რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მოიხსნას შიშის სინდრომი და თავიდან აიცილოს ქვეყანამ საზოგადოებირვი ქაოსი?

_ოქროს შუალედის პოვნა რთულია. დღეს ოპოზიციონერი ლიდერებისგანაც ისმის, რომ პოლიციელების უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს. ერთია, როცა ამას ოპოზიცინერი ლიდერი ამბობს და მეორეა, როდესაც ამას ხელისუფლება მთავარ პოლიტიკად აქცევს. თუ დღეს დაუცველობის განცდა გაჩნდება საზოგადოებაში, ხვალ უკვე ხელისუფლებისგან დაცვა დაჭირდება ამავე საზოგადოებას, თუ ჯოხი გადაიხარა მეორე უკიდურესობისკენ. ხელისუფლებას ამ დროს უჩნდება ცდუნება, რომ იმაზე მეტი უფლებები აიღოს, ვიდრე მისგან სიტუაცია ითხოვს. ამისათვის შს მინისტრის მოწოდება სწორი იყო. არ შეიძლება დღეს პოლიცია განტევების ვაცად ვაქციოდ. თავად ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ამ სისტემის რეფორმა მოეხდინა. ეს ხელისუფლების სერიოზული გამოწვევაა. იგივე, ხარძიანის მკვლელობის გამოძიება არ ნიშნავს იმას, რომ შეკვეთილი მკვლელობების სერია არ გაგრძელდება. ამიტომ, სერიოზული რეფორმის განხორციელებაა საჭირო და ამ რეფორმის დროს ხელისუფლება ჩაკეტილი არ უნდა იყოს. ეს არ არის თემა, რომელიც მარტო ხელისუფლებას ეხება, ეს ეხება ნებისმიერ მოქალაქეს და ამიტომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ პოლიციის უფლებების გაზრდით პრობლემები ვერ გადაიჭრდება. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა იყვნენ აღრიცხვაზე აყვანილი - ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ უნდა იქნეს შესწავლილი, თუ რამდენად მოხერხდა მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან და გარდა ამისა მკაცრი ზომები უნდა გატარდეს ყველა კანონდარღვევის მიმართ.

,,ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ ტარდება, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ყურშიტაშვილის შეთხვევა ან თუნდაც ბორჯომის ინციდენტი, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს ადამიანები გრძნობდნენ, რომ მათ ჰყავდათ მფარველი და ამიტომაც იქცეოდენ ასე. აქედან გამომდინარე მკაცრი ზომების გასატარებლად საჭიროა, რომ პირველ რიგში შს სამინისტროს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, როგორც რეფორატორები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში კრიმინალის შემცირებით და არა ისე როგორც დღეს ხდება, როდესაც ეს ადამიანები მფარველობენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს“ - აცხადებს ექსპერტი.

კომპლექსურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ასევე აცხადებს, რომ კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მისი თქმით, როცა 9 წლის წინ პოლიცია ებრძოდა კრიმინალს, მის უკან იდგა საზოგადოება და სახელმწიფო. ,,დღეს, როცა პოლიცია ებრძვის კრიმინალს, ის ხედავს რომ მის უკან არავინ დგას. პოლიციელი არის პირისპირ კრიმინალთან და თუ ის არ გძნობს, რომ სახელწმიფო არის მის გვერდით, ის შეასრულებს თავის მოვალეობას, მოკვდება, მაგრამ ამ სიკვდილით საზოგადოება უფრო უსაფრთხო არ იქნება.“ - ამბობს ექსმინისტრი. მისი თქმით, პოლიცია სენსიტიური ინსტიტუტია, ,, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ ეს ინსტიტუტი ააშენო, მაგრამ ძალიან მარტივია მისი დანგრევა“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ერთი ფაქტი მოჰყავს. ,,როდესაც აშშ-ში, ნიუ-იორკის მერმა გაბედა და არაპირდაპირ, ორაზროვნად შეეხო პოლიციელებს, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი მოვალეობას, აღლუმის დღეს, პოლიციელები შებრუნდნენ და ზურგით დაუდგნენ მერს, ანუ ზურგი აქციეს, არ დაგავიწყდეთ, რომ მერი 2 პოლიციელზე საუბრობდა, მაგრამ პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ სახელწმიფომ მათ, მერის სახით, უღალატა“ - აღნიშნავს ექსმინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42