რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთერთი ეჭვმიტანილი ტამერლან ესკერხანოვი აცხადებს, რომ ნემცოვის გვარი პირველად, დაკავების დღეს გაიგო.
„ყოველთვის მეგონა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერზე მაღლა კანონი დგას. მაგრამ ახლა მეშინია, რადგან ირგვლილ უკანონობაა. ის დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ არ ჩამიდენია. ნემცოვის გვარიც კი პირველად, ჩემი დაკავების დღეს, 8 მარტს გავიგე“- განაცხადა ესკრახანოვმა სასამართლო პროცესზე.
მისივე თქმით, მკვლელობის საქმეში მთავარი ფიგურანტი, ზაურ დადაევი პირველად სასამართლო დარბაზში ნახა და მასთან არაფერზე უსაუბრია.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






