კენიის ავიაციამ უნივერსიტეტის თავდასხმაზე პასუხისმგებელი სომალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ ბანაკები დაბომბა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს 148 სტუდენტის დახოცვის საპასუხო ქმედებაა.
შეგახსენებთ, გარისას უნივერისტეტს , სომალისტური ისლამისტური დაჯგუფება, „ალ-შაბააბის“ წევრები თავს 2 აპრილს დაესხნენ და მძევლად სტუდენტები აიყვანეს.
რამდენიმე სტუდენტმა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლო. მათი თქმით, ტერორსტებმა ყველა ქრისტიანი სტუდენტი მოკლეს, რომლებმაც ყურანის ციტირება ვერ შეძლეს.
კენიის პოლიციამ, დღის ბოლოს სპეცოპერაცია დაიწყო. მათ, ოთხივე თავდამხსმელის ლიკვდიდაცია მოახერხეს.
დაჯგუფება, "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა.
მომხდარის გამო პოლივიამ 5 ადამიანი დააკავა და ქალაქ გარისასა კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






