ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობს და აცხადებს რომ საჭიროა პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია რომელიც განიხილავს პროკურატურის მიერ ჩადენილ სავარაუდო ზეწოლის და პოლიტიკური დევნის ფაქტებს ადვოკატებთან მიმართებაში.
„გაოგნებული ვარ პროკურატურის მხრიდან ადვოკატ გოგა ონიანის დევნის გამო. რაც მის საქმეში მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებში გამოიხატება. გუშინ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“–ის ეთერში გადაცემაში ,,განსხვავებული აქცენტები“ გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ტოტალურ ზეწოლას და პროკურატურის მხრიდან გარიგებას გოგა ონიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძახებულ მოწმეებთან მიმართებაში. ერთი წელი ვაკეთებ განცხადებებს, რომ გოგა ონიანის მიმართ წარმოებული გამოძიება და წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური. გუშინ ფართო საზოგადეობამ იხილა თუ როგორ დააჯილდოვეს, დააწინაურეს და ბრალი მოუხსნეს იმ პოლიციელებს რომლებიც თითქოსდა იმხილებოდნენ გოგა ონიანთან ერთად დანაშაულის ჩადენაში. პროკურატურამ დააფიქსირა დისკრიმინაციული მოპყრობა გოგა ონიანთან მიმართებაში, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. გამოვიდივარ ინიციატივით პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია რომელიც განიხილავს პროკურატურის მიერ ჩადენილ სავარაუდო ზეწოლის და პოლიტიკური დევნის ფაქტებს ადვოკატებთან მიმართებაში.“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






