ბიზნესმენებთან, შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო მას „დონბასის წაღებას“ სთავაზობდა.
ამის შესახებ, „ფორბსის“ რუსული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს.
სტატიის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ პოროშენკოსთან ამ თემაზე საუბარი, მინსკის მოლაპარაკების დროს მოუწია.
წყაროს ინფორმაციით, პუტინმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე მსგავსი ინფორმაცია გააჟღერა:
„ პოროშენკომ პირდაპირ მისთხრა - წაიღე დონბასი. ვუპასუხე - დონბასი არ მჭირდება და თუ არც თქვენ გჭირდებათ, გამოაცხადეთ დამოუკიდებლად“. - წერს გამოცემა.
აღნიშნულ ინფორმციასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დახურულ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარს არასოდეს აკეთებს და არც ახლა აპირებს.
რაც შეეხება, ალექსანდრე შოკინს, მან განაცხადა, რომ პუტინის სიტყვები დამახინჯებულად იქნა აღქმული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ევგენი პერებინისი გავრცელებულ ინფორმაციას „თვითერზე“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ წადით დონბასიდან“ სავსებით არ ნიშნავს „ წაგვართვით დონბასს.“
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






