ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი, ჩეხეთში აშშ-ის ელჩთან, ენდირუ შაფიროსთან შეხვედრასა და შემდგომ კონტაქტს აღარ აპირებს. ამის შესახებ, ზემანმა ჩეხურ გამოცემა - Parlamentnilisty-ისთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ელჩმა, ჩეხეთის პრეზიდენტი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე შესაძლო დასწრების გამო გააკრიტიკა.
ზემანის განცხადებით, დიპლომატებს საგარეო ვიზიტების დაგეგმვაში ჩარევის უფლება არ აქვთ.
მისი თქმით, პრაღის სასახლის (პრეზიდენტის რეზიდენციის) კარი აშშ-ის ელჩისთვის, ენდრიუ შაპიროსთვის დახურულია.
აღნიშნულ განცხადებას ოფიციალური ვაშინგტონი ჯერ არ გამოხმაურებია.
ჩეხეთის პრეზიდენტი ცნობილია მისი პრორუსული პოზიციით. ზემანი, უკრაინაშ რუსეთის მონაწილეობას უარყოფს და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსა და შეზღუდვებს ეწინააღმდეგება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






