ლოზანაში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისტორიული გარიგება უწოდა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ირანისგან ბირთვული იარაღის წარმოების საფრთხე, აღარ იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოო შეთანხმებადმე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოს ბევრად უსაფრთხოს გახდის. ეს, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციის საუკეთესო გზაა“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ობამას განწყობას არ იზიარებენ რესპუბლიკელები და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელთა თქმით, შეთანხმებამ შესაძლოა სამხედრო კონფლიქტები გამოიწვიოს.
ნეთანიჰაუს განცხადებით, ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, ახლო აღმოსავლეთსა და არამედ ზოგადად მსოფლიო მშვიდობას.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას 2 კვირა ცდილობდნენ.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. გამდიდრებული ურანის დიდ ნაწილს, ირანი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიტანს.
ამასთანავე, ირანში გამდიდრებული ურანის მწარმოებელი მხოლოდ ერთი ქარხანა დარჩება, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. დანარჩენები კი კვლევით ცენტრებად გარდაიქმნება.ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






