4 აპრილს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის აკადემიური მიმართულებისა და შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა პროექტი „Legal Games”-სი. ეს არის იურიდიული რა? სად? როდის? ფორმატის ინოვაციური პროექტი, რომელიც ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფმა შეიმუშავა. თამაშის მიმდინარეობისას გუნდებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს, რომლებიც მოიცავდნენ კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებებს. მოეწყო ყველასავის ცნობილი ფილმებიდან დანაშაულის შემცველი მონაკვეთების ჩვენება, რომელთა სამართლებრივი კვალიფიკაცია მოუწიათ მონაწილეებს.
გუნდები შეაფასეს კვალიფიციურმა ჟიურიმ. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. „Legal Games”-ში მონაწილეობის მსურველთა აქტიურობის ფონზე შეირჩა ცხრა ხუთკაციანი საუკეთესო ჯგუფი, მონაწილეებმა ძალიან დიდი მზაობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები აჩვენეს. რთული და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "ანტიპოდები", რომელიც დაკომპლექტებული იყო თსუ-ს მეორე კურსის სტუნდეტებისგან. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები, ასევე იურიდიული და მხატვრული ლიტერატურა, რომელიც დაწესებული ჰქონდათ პარტნიორ წიგნის გამომცემლობებს: „იურისტების სამყაროს“, „Bona causa“-სა და „დიოგენეს“.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქტიური თანამშრომლობისა და მხარში დგომისათვის.
დანაშაულთან ბრძლა იწყება განათლებით!
ეწვიეთ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა Facebook გვერდს და გაიგე ახალი პროექტის შესახებ პირველმა »»»https://www.facebook.com/kriminologebi




მასალის გამოყენების პირობები






