პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლევენი მოსკოვში, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას არ დაესწრება.
პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, შვედეთი დიდ პატივს სცემს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, შვედეთის ხელისუფლებას საზეიმო აღლუმზე დასწრება გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს. კურილიის საკითხთან არსებული დავის გამო, მოსკოვში არც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ჩავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






